01 მაი 2026
ავსტრალიაში აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. „როიტერის“ ინფორმაციით, ასობით აქტივისტი ალის-სპრინგსის საავადმყოფოსთან შეიკრიბა, სადაც 5 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული 47 წლის კაცია მოთავსებული.
მედიის ცნობით, მომიტინგეების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, საპასუხოდ აქციის მონაწილეებმა პოლიციის ორი მანქანა დაწვეს.
მედიის ცნობით, მკვლელობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მამაკაცი ადგილობრივებმა იპოვეს და სასტიკად სცემეს. გავრცელებული ცნობით, ჯეფერსონ ლუისს ბრალი გოგონას გატაცებასა და მკვლელობაში ედება.