01 მაი 2026
ისრაელის სამხედრო ძალების მიერ ორ ქალაქში განხორციელებული დარტყმების შედეგად სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვია. დაშავდა 23-ზე მეტი პირი.
CNN-ი წერს, რომ საჰაერო იერიშები მას შემდეგ განხორციელდა, რაც ისრაელის თავდაცვის ძალების არაბულენოვანმა წარმომადგენელმა, ავიჩაი ადრაიმ განაცხადა, რომ რამდენიმე ქალაქზე, მათ შორის ჯიბჩიტისა და ტოულზე თავდასხმა იგეგმებოდა. მან მცხოვრებლებს დაუყოვნებლივ თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდა.