01 მაი 2026
ბათუმის მუსიკალურ ცენტრში კომპოზიტორ ალექსანდრე ბასილაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. მასში ანსამბლ „ივერიის“ ცნობილი სახეები: მანანა თოდაძე, ნუგზარ კვაშალი, ვახტანგ ტატიშვილი და სხვები მონაწილეობდნენ. შესრულდა კომპოზიტორის ცნობილი ნაწარმოებები.
შედგა ახალი სიმღერის პრემიერაც. ალექსანდრე ბასილაიას ცნობილ კომპოზიციაზე დაწერილი სიმღერა, მომღერალმა აჩიკო ბერიძემ შეასრულა.
კონცერტი ანშლაგით ჩატარდა.