01 მაი 2026
შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში მსოფლიოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის 88-ე გენერალური ასამბლეა გაიმართა, რომელზეც ევროპის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გენერალურ მდივნად ზურაბ თალაკვაძე აირჩიეს, ახალ პრეზიდენტად კი - ფრანგი მარკ ვენტულიაკი.
ქართველი სპორტული ჟურნალისტი წლების მანძილზე ევროპის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი იყო.
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ქართველ სპორტულ ჟურნალისტსა და კომენტატორს ზურაბ თალაკვაძეს შეხვდა.
მინისტრმა მას ევროპის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გენერალურ მდივნად დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. ზურაბ თალაკვაძე ასევე იკავებს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გენერალური მდივნის პოსტს.