01 მაი 2026
„ხელოვნების გზით ადრეულ დიაგნოსტიკამდე“ - პროექტი დასრულდა. დასკვნით საღამოზე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარადგინეს ფლეშმობი, პროგრამის მონაწილეებმა დაარიგეს საინფორმაციო ბარათები.
ხელოვანებისა და მედიკოსების კოლაბორაციით ორი კვირის განმავლობაში გაიმართა ღონისძიებები, რომელიც ძირითადად ძუძუს კიბოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ადრეული დიაგნოსტიკის წახალისებას მიეძღვნა.
პროექტის ფარგლებში გალერეა ჩიგოგიძეში ჩატარდა მასტერკლასები, კონცერტები, მხატვრებთან შეხვედრები და კინოჩვენებები.
პროექტის მიზანი ხელოვნების საშუალებით ცნობიერების ამაღლებაა. პროექტს გალერეა ჩიგოგიძე და საქველმოქმედო ფონდი “ლაიფი” ახორციელებენ.