01 მაი 2026
გაერო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთის კრიზისის შედეგები ყოველ საათში უარესდება.
ანტონიო გუტერეშის თქმით, ჰორმუზის სრუტის დახურვა გლობალურ ეკონომიკას მნიშვნელოვნად აზიანებს. გენერალურმა მდივანმა მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა.
გუტერეშმა აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტის ტერიტორიაზე ნავიგაციის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა არღვევს ენერგეტიკის, ტრანსპორტის, წარმოებისა და სურსათის ბაზრებს.