საპროტესტო აქცია ბათუმში

01 მაი 2026

საპროტესტო აქცია ბათუმში - სხვადასხვა სოციალური პრობლემების მქონე მოქალაქეთა ჯგუფებმა მსვლელობა მოაწყვეს.

მოქალაქეები სოციალური საცხოვრებლის პროგრამაში ჩართვას ითხოვენ. მათი განცხადებით, წლების განმავლობაში საცხოვრებლის გარეშე რჩებიან და არსებული პროგრამები მათ პრობლემას ვერ აგვარებს.

აქციის მონაწილეები მიუთითებენ, რომ უსახლკაროთა რეგისტრაციის პროცესი დასრულდა, თუმცა მათთვის გაუგებარია, რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს შესაბამისი კომისია ბენეფიციარების შერჩევისას.

სწორედ ამიტომ, ისინი კომისიის წევრებთან შეხვედრას და პროცესის გამჭვირვალობას ითხოვენ. პროტესტის ფარგლებში მოქალაქეებმა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობა გამართეს.

აქციის მონაწილეებმა დღეს აჭარის მთავრობიდან მსვლელობით ,აჭარის რადიოსთან, ხოლო რადიოდან ბათუმის მერიასთან გადაინაცვლეს, მსვლელობა კი მთარობის სახლთან დაასრულეს.

აცხადებენ, რომ პროტესტი მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება.