01 მაი 2026
აქციის მონაწილეებს ბათუმის მერია პასუხობს. როგორც მერიაში აღნიშნავენ, - უსახლკარო პირად ან ოჯახად რეგისტრაციის თაობაზე განცხადებების განხილვის პროცესი მოიცავს დეტალურ, მრავალეტაპიან შემოწმებასა და ინდივიდუალურად თითოეულ შემთხვევაზე კოორდინაციას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან ინფორმაციის გამოთხოვისა თუ გადამოწმების მიზნებისთვის.
აღნიშნული პროცესის კომპლექსურობა და ინფორმაციის დიდი მოცულობა განაპირობებს გადაწყვეტილებების მიღებისთვის შესაბამის პერიოდს.
როგორც ბათუმის მერია აღნიშნავს, ადმინისტრაციული შენობა ღიაა მოქალაქეებისთვის და ნებისმიერ მსურველს შეუძლია თავისუფლად ისარგებლოს ცენტრალური შესასვლელით, მიმართოს კანცელარიას განცხადების დასატოვებლად ან მიიღოს ინფორმაცია მისთვის საინტერესო საკითხებზე დადგენილი წესით, მერიის შიდა სივრცეში კი აქციის ჩატარების საკითხი რეგულირებულია მოქმედი კანონმდებლობით.
ბათუმის მერია აღნიშნავს, რომ დაცვის სამსახურის მოქმედება შიდა ტერიტორიაზე აქციის მონაწილეთა გადაადგილების შეზღუდვის თაობაზე ემყარებოდა კანონის მოთხოვნებს და მიზნად ისახავდა საჯარო დაწესებულების უსაფრთხო და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფას.