01 მაი 2026
ეროვნულ მუზეუმში საქართველოს ტერიტორიაზე პურის ხორბლის წარმოშობის უძველესი კერის დამადასტურებელი უახლესი სამეცნიერო კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევა ადასტურებს, რომ საქართველო პურის ხორბლის წარმოშობის დამოუკიდებელი და დღეისათვის დოკუმენტურად დადასტურებული უძველესი კერაა.
ასევე, ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტში დადასტურდა, რომ საქართველოს ნეოლითურ ნამოსახლარებში გამოვლენილი მასალა პურის ხორბლის არსებობის მსოფლიოში უძველეს მტკიცებულებას წარმოადგენს.