საქართველოში 8000 წლის წინ რბილი ხორბალი წარმოიშვა

01 მაი 2026

საქართველოში 8000 წლის წინ რბილი ხორბალი წარმოიშვა - დღევანდელ პრეზენტაციაში იმ კვლევების შედეგები წარმოადგინეს რომელიც ამერიკის ეროვნული აკადემიის მოამბეში გამოქვეყნდა.

ახალი კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა შეისწავლეს საქართველოს ნეოლითურ ნამოსახლარებში გადაჭრილ გორასა და შულავერის გორაზე გამოვლენილი არქეო ბოტანიკური მასალა, სადაც რბილ ხორბალთან ერთად, ეგილოფსის თავთავის ღეროს ნაწევრები და მარცვლები იქნა აღმოჩენილი.

ამავე კვლევით დადგინდა, რომ აღმოჩენილი მასალა 8 000 წლის წინანდელია, რაც საქართველოს ღვინის სამშობლოსთან ერთად, პურის ხორბლის ქვეყნადაც აქცევს.