02 მაი 2026
ირანთან ომის დასრულების შემდეგ ნავთობისა და გაზის ფასები მკვეთრად შემცირდება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ომის დასრულება, ასევე, ნიშნავს „სამყაროს ირანის ბირთვული იარაღის გარეშე“.
„როგორც კი ეს ომი დასრულდება, ბენზინის, ნავთობის და ყველაფრის ფასი დაეცემა, მაგრამ ახლა, ამ მომენტში, საფონდო ბირჟამ რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია. დღეს შეერთებულ შტატებში უფრო მეტი ადამიანი მუშაობს, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ისტორიის ნებისმიერ დროს. ჩვენ ნამდვილად კარგად ვართ. ახლა ბენზინის ფასი მაღალია. სხვა ფასები დაეცა, მაგრამ ბენზინის ფასი მაღალია“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.