„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები გრძელდება

02 მაი 2026

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები გრძელდება. ამჯერად შეხვედრა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან იმართება. კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.

 „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრები რეგიონებში 28 მარტს დაიწყო. ისინი უკვე იმყოფებოდნენ, სამცხე-ჯავახეთში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარაში.
ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრები რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება. ორგანიზაციის წარმომადგენლები ათივე რეგიონს მოივლიან და სტუდენტებს თითოეული მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ქალაქებში შეხვდებიან.