სპორტის სამინისტრომ აფროსნობის ფედერაციას ორი ოლიმპიური და ათი საერთაშორისო კლასის ახალი ნავი გადასცა

02 მაი 2026

საქართველოს სპორტის სამინისტრომ საქართველოს აფროსნობის ფედერაციას ორი ოლიმპიური და ათი საერთაშორისო კლასის ახალი ნავი გადასცა.  ახალი ნავები თბილისის, ფოთისა და ბათუმის საიალქნო კლუბებს გადაეცა, რომლებსაც სპორტსმენები ბათუმის პირველობასა და სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში 2026 წლის ზაფხულზე გამოიყენებენ.