02 მაი 2026
ბათუმში საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის რიგით მესამე კონფერენცია გაიმართა. სპეციალისტებთან შეხვედრა ქცევის გამოყენებითი ანალიზის სფეროში არსებული მიღწევების, გამოცდილებისა და გამოწვევების გაზიარებას მიეძღვნა.
კონფერენციის მიზანი პროფესიული ცოდნის გაღრმავებაა. კონფერენციას დამწყები და მოქმედი ქცევის თერაპევტები ესწრებოდნენ. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა ვოქრშოპი, რა დროსაც სპეციალისტებს უახლესი ტექნოლოგიები გააცნეს.