ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-17 საერთაშორისო გამოფენა ბათუმში  დასრულდა

02 მაი 2026

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-17 საერთაშორისო გამოფენა ბათუმში  დასრულდა.   დასკვნით დღეს  გამოფენაში მონაწილე კომპანიებმა ადგილზე გათამაშებები მოაწყვეს  და შემთხვევითობის პრინციპით მონაწილეები სხვადასხვა სახის საჩუქრით დააჯილდოვეს.
“ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-17 საერთაშორისო გამოფენაში 100- მდე ქართული და უცხოური კომპანია მონაწილეობდა. სადაც იმართებოდა პირისპირ შეხვედრები და კონტაქტების გაცვლა ხდებოდა.  
ორგანიზატორების თქმით,  გამოფენის მთავარი მიზანი ტურისტული კომპანიების ერთ სივრცეში გაერთიანება და საქმიანი ურთიერთობების დამყარებაა. ტურიზმის და სასტუმრო აღჭურვილობის გამოფენა ბათუმში ,,ექსპო ბათუმის'' ორგანიზებითა და აჭარის მთავრობისა და ტურიზმის დეპარტამენტის  მხარდაჭერით ჩატარდა.