ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში - ქვეითად მოსიარულეებს, სავარაუდოდ, სასწრაფო დახმარების მანქანა დაეჯახა

03 მაი 2026

საგზაო შემთხვევა ბათუმში - თვითმხილველების ინფორმაციით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომობილი ქვეითად მოსიარულეებს შეეჯახა. 

დაშავებულია ორი ადამიანი, ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილები. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია უცნობია. 

შს სამინიტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.