03 მაი 2026
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ირანის ახალ გეგმას მალე განიხილავს, თუმცა მის მიღებას ნაკლებად ელის. დონალდ ტრამპმა ასევე მიანიშნა, ირანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების განახლების შესაძლებლობაზე. „მალე განვიხილავ ირანის მიერ ახლახან გამოგზავნილ გეგმას, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, რომ ის მისაღები იქნება იმ გაგებით, რომ მათ ჯერ კიდევ არ გადაუხდიათ საკმარისად დიდი ფასი იმისთვის, რაც ბოლო 47 წლის განმავლობაში კაცობრიობასა და მსოფლიოს გაუკეთეს“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი. ირანული მედიის ცნობით, ირანმა აშშ-ის წინადადებაზე 14-პუნქტიანი პასუხი წარადგინა.