03 მაი 2026
აშშ-ის პრეზიდენტი, გერმანიაში განლაგებული სამხედროების რაოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებს და ეს თავდაპირველად დაგეგმილ 5 000 ჯარისკაცზე ბევრად მეტი იქნება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ფლორიდაში, ჟურნალისტებთან ისაუბრა. ტრამპის მიერ აღნიშნული კომენტარის გაკეთებამდე ერთი დღით ადრე პენტაგონმა განაცხადა, რომ აშშ გერმანიიდან, მომდევნო ექვსიდან თორმეტ თვემდე პერიოდში დაახლოებით 5000 ჯარისკაცს გაიყვანს. ცნობისთვის, გერმანიაში ამჟამად 36 000-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო მსახურობს, რაც ევროპაში აშშ-ის ყველაზე დიდი კონტინგენტია.