03 მაი 2026
მსხვერპლი მოჰყვა რუსეთის შეიარაღებული ძალების თავდასხმას ოდესასა და ხერსონში. ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსული სამხედროების მიერ სამოქალაქო და პორტის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 5 ადამიანი. ხერსონში, რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს დნეპრის რაიონში სამოქალაქო ტრანსპორტზე, რის შედეგადაც დაიღუპა 1 და დაშავდა 4-ზე მეტი ადამიანი. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 3 მაისის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე იერიში მიიტანა თითქმის 300 დრონითა და „ისკანდერის“ ტიპის რაკეტით.