03 მაი 2026
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვები მოხსნილია - ინფორმაციას ქვეყნის სამოქალაქო საავიაციო სამმართველო ავრცელებს. უწყების ცნობით, უსაფრთხოების პირობების შეფასების შემდეგ, საჰაერო სივრცეში ნავიგაციის ოპერაციები სრულად განახლდა. ცნობისთვის, საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვები ირანის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შემდეგ, თებერვლის ბოლოს ამოქმედდა