"რითეილ ასოციაციის" წევრი კომპანიები "საოჯახო კალათის" ფარგლებში განსაკუთრებული შეთავაზებებს გაავრცელებენ

03 მაი 2026

"რითეილ ასოციაციის" წევრმა კომპანიებმა "საოჯახო კალათის" ფარგლებში იმ პროდუქტების იდენტიფიცირება დაიწყეს, რომლებზეც მუდმივ რეჟიმში განსაკუთრებული შეთავაზებები გავრცელდება.
ახალი საფასო პოლიტიკის შემუშავება "რითეილ ასოციაციამ" ფასების შემსწავლელი კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის გაცნობის შემდეგ გადაწყვიტა. "რითეილ ასოციაციის" ინიციატივა და ფასების შემსწავლელი კომისიის რეკომენდაციები მისაღებია მსხვილი სავაჭრო ქსელებისთვის. ოფიციალური განცხადებები გაავრცელეს "დეილი ჯგუფმა", "გუდვილმა" და ნიკორამ. ბაზრის მსხვილი მოთამაშეები ფასების საკითხის გადაწყვეტის შესაძლებლობას სისტემური გაჯანსაღებით, თავისუფალი ბაზრის პრინციპებითა და კონკურენციის გაძლიერებით ხედავენ.