03 მაი 2026
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის, 8 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების იარაღის გაყიდვას აჩქარებს - ინფორმაციას ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. ქვეყნების სიაშია ისრაელი, კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ქუვეითი. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განსაზღვრა, რომ არსებობდა „საგანგებო მდგომარეობა“, რაც ქვეყნებისთვის იარაღის დაუყოვნებლივ გაყიდვას მოითხოვდა და მათ ეს გადაწყვეტილება კონგრესის გვერდის ავლით მიიღეს.