ავტოსაგზაო შემთხვევა მექსიკაში მსხვერპლით დასრულდა

03 მაი 2026

ავტოსაგზაო შემთხვევა მექსიკაში მსხვერპლით დასრულდა. მექსიკის დასავლეთ შტატ ნაიარიტში, ტურისტული ავტობუსი გზრიდან გადავიდა და გადაბრუნდა, რის შედეგადაც სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა და 31 დაშავდა. ადგილობრივი ოფიციალური პირების განცხადებით, ავტობუსის მგზავრები შტატის გასართობ ცენტრში მიდიოდნენ. მედიის ცნობით, ავტობუსების მონაწილეობით, ფატალური ავარიები, ლათინური ამერიკისა და მექსიკის მაგისტრალებზე ხშირია.