03 მაი 2026
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე სოფელ ოქტომბერში მდებარე დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. გიორგი ჯიჭარაძე აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ ესაუბრა , რომლის ფარგლებშიც მოეწყობა რეკრეაციული სივრცე, განახლდება საბავშვო გასართობი ზონები და სპორტული მოედანი. დაგეგმილია წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია, რის შემდეგაც ტერიტორიაზე ასფალტის საფარი დაიგება. პროექტი ხორციელდება „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსებით. პროექტის ჯამური ღირებულება 473 690 ლარს შეადგენს.