ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში 11 ქალაქისა და სოფლის ევაკუაციის ბრძანება გასცეს

03 მაი 2026

ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლის, ავიჩაი ადრაეიმის განცხადებით, ლიბანის 11 ქალაქისა და სოფლის მაცხოვრებლებს სახლების დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდეს. ავიჩაის თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები დაზარალებულ რაიონებში, ძალის გამოყენებით, „ჰეზბოლას“ სავარაუდო სამიზნეების წინააღმდეგ მოქმედებას გეგმავენ. როგორც ABC News-ი გაეროს უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით წერს, ისრაელის საჰაერო დარტყმების, სახმელეთო ოპერაციებისა და ევაკუაციის ბრძანებების შედეგად, ლიბანში 1 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა.