03 მაი 2026
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ირანმა სრულად და დადასტურებულად უნდა თქვას უარი ბირთვულ იარაღზე. იოჰან ვადეფული ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბას არაღჩისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს რომ, გერმანია მხარს უჭერს კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტას. ასევე მინისტრმა აღნიშნა, რომ ირანმა სრულად და დადასტურებულად უნდა თქვას უარი ბირთვულ იარაღზე და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჰორმუზის სრუტე, როგორც ამას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მოითხოვს.