მუნიციპალური პირველობა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში

05 დეკ 2025

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომში გაიმართა ზურაბ შავაძის და ზაურ ბოლქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მუნიციპალური პირველობა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ტურნირში მუნიციპალიტეტის 70-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

ასპარეზობების შემდეგ გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები, რომლებსაც თასები, მედლები, სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. 

ინფორმაცია და ვიდეო მასალა ხულოს მერიამ მოგვაწოდა.