ანზორ ერქომაიშვილის წიგნის პრეზენტაცია

05 დეკ 2025

ბათუმის დრამატულ თეატრში შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ანზორ ერქომაიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნში თავმოყრილია ქართული ფოლკლორისა და ეთნოგრაფიის მრავალწლიანი კვლევები, მას ახლავს 2500-მდე აუდიო ჩანაწერი, რაც ქართული ფოლკლორის ერთგვარ ოქროს ფონდს წარმოადგენს.

შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი ზღვისპირა ქალაქში კიდევ ორ დღეს გაგრძელდება. ფესტივალი ხვალ გრანდიოზული კონცერტით დაიხურება.