დეზინფორმაციით გაჯერებული განცხადებები ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან არის სერიოზული პრობლემა, ამაზე ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ - ირაკლი კობახიძე

04 მაი 2026

დეზინფორმაციით გაჯერებული განცხადებები ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან არის სერიოზული პრობლემა, ამაზე ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ. ეს არის სამწუხარო რეალობა და იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით მოცემულობა შეიცვლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ერევანში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღევანდელ სამიტში მონაწილეობდნენ კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებსაც გაუკეთებიათ უსამართლო განცხადებები ქართველი ხალხისა და ქვეყნის მიმართ.