ყალბი პათეტიკით გაჯერებულ ტექსტს როცა კითხულობ იმ საელჩოს მხრიდან, რომელიც ორი თვეა, ორი წამყვანი ქართული მედიის მოკვლას ცდილობს, გიჩნდება მხოლოდ ერთი შეფასება - ნიანგის ცრემლები - პაპუაშვილი

04 მაი 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და პრესის დამოუკიდებლობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთისა და ფინეთის ერთობლივ მოსაზრებას ეხმაურება.

„მედიის თავისუფლების კოალიციის“ თანათავმჯდომარე სახელმწიფოების, ბრიტანეთისა და ფინეთის ერთობლივი მოსაზრება საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს გვერდზე გამოქვეყნდა.

„როდესაც კითხულობ ამ ყალბი პათეტიკით გაჯერებულ ტექსტს იმ საელჩოს მხრიდან, რომელიც უკვე ორი თვეა, ორი წამყვანი ქართული მედიის მოკვლას ცდილობს, მხოლოდ ერთი შეფასება გიჩნდება – ნიანგის ცრემლები“, – წერს შალვა პაპუაშვლი.