05 მაი 2026
„პოსეიდონის სამფლობელოში“ - 4-დან 10 მაისის ჩათვლით აჭარის მუზეუმი დეგუვას საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. წყალქვეშა არქეოლოგიის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით დეგუვას საზოგადოება მუდმივად თანამშრომლობს ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ არქეოლოგიის მიმართულებით.
კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანი წყალქვეშა არქეოლოგები მონაწილეობენ.
ორგანიზატორები განცხადებით, ღონისძიება დატვირთული იქნება, როგორც კულტურული აქტივობებით ასევე სემინარებით, რომელიც მოიცავს წყალქვეშა ყვინთვას, ქალაქის ტურებს და სხვადასხვა სამეცნიერო სესიას.