საქართველოს სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა

05 დეკ 2025

2025 წლის ნოემბრის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 213.2 მლნ დოლარით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 5.8 მილიარდ  დოლარს აჭარბებს.-ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს, მათივე ცნობით ბანკი რეზერვების შევსებაზე ორიენტირებული რჩება.

საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 6 იანვარს გამოაქვეყნებს.