ეუთო-ს 39 ქვეყნის განცხადება

06 დეკ 2025

საქართველოში ძალის გადაჭარბებული გამოყენების შესახებ გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით გამოძიების არარსებობა დაუსჯელობის საშიშ ატმოსფეროს ქმნის - ამის შესახებ ეუთო-ს 39 ქვეყნის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. ეუთო-ს მონაწილე ქვეყნებმა განცხადება წევრ სახელმწიფოებში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის შესახებ გაავრცელეს.  განცხადებაში ნათქვამია, რომ საზოგადოებისა და მედიის დამოუკიდებლობის შესახებ მიღებული საკანონმდებლო შეზღუდვები განსხვავებული აზრის ჩახშობის საფრთხეს წარმოადგენს“.