05 მაი 2026
საბჭოური დეზინფორმაციაა, რასაც ევროპარლამენტის წარმომადგენლობა ავრცელებს - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპული ბიუროკრატია ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს დასცილდა და როგორც კი ისინი საბჭოური მიდგომებიდან გამოვლენ, ვითარება გაჯანსაღდება.
მთავრობის მეთაური ევროკავშირის მხრიდან არაერთი შანტაჟის მცდელობაზე მიუთითებს და აცხადებს, რომ ისინი ამ პროცესში მთავარ იარაღად ვიზალიბერალიზაციას იყენებენ.