ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების პირველი სამიტი 

07 მაი 2026

ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების პირველი სამიტის ფარგლებში სიტყვით გამოსვლამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მაღალი რანგის ორმხრივი შეხვედრები გამართა. შალვა პაპუაშვილი მალტის   წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, ანჯელო ფარუჯას შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა მალტის განსაკუთრებული როლი წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვის საქმეში და ხაზი გაუსვა დიალოგის მნიშვნელობას, ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივ თანამშრომლობაზე, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე. ასევე საუბარი შეეხო რეგიონული პლატფორმების მნიშვნელობას საერთაშორისო წესრიგის არასტაბილურობის პირობებში.

ცოტა ხნის წინ  შალვა პაპუაშვილი მონტენეგროს სპიკერსაც შეხვდა.  პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობს, როგორც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი.

ღონისძიება მონტენეგროში, ბუდვაში იმართება. ორმხრივი შეხვედრები ხვალაც არის დაგეგმილია.