უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი

08 დეკ 2025

დაბა ბაკურიანში, სახელმწიფი ტყეში სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა 10 კუბურ მეტრამდე უკანონოდ მოპოვებული, წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი აღმოაჩინეს.

კანონდამრღვევების მიმართ შედგენილია სამართალდარღვევის ოქმები.

სააგენტოს ხელმძღვანელია განცხადებით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა.