დაზარალებულ კომპანიებს ჩამორთმეული საფრენი აპარატები დაუბრუნდებათ

01 ივნ 2017

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის  გადაწყვეტილებით, დაზარალებულ კომპანიებს: შპს ,,FLY ADJARA”-ს და შპს ,,ავიატორს“ 2012 წლის გაზაფხულზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მიერ თვითნებურად და უკანონოდ დაუფლებული საფრენი აპარატები-ვერტმფრენები და 2 თვითმფრინავი დაუბრუნდებათ. ინფორმაციას ამის შესახებ, პროკურატურა ავრცელებს.