ნატო-ს გენერალური მდივნის ახლადდანიშნული სპეციალური წარმომადგენელი საოკუპაციო ხაზთან სოფელ ოძისში იმყოფებოდა

08 მაი 2026

საქართველოში ვიზიტით მყოფი, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის ახლადდანიშნული სპეციალური წარმომადგენელი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში იმყოფებოდა.

კევინ ჰამილტონს  ადგილზე არსებული ვითარება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა გააცნო.

მას დეტალური ინფორმაცია მიეწოდა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე.