მრგვალი მაგიდა მიგრაციის საერთაშორისო მიმოხილვის მეორე ფორუმის ფარგლებში

08 მაი 2026

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილმა, გაეროს შტაბბინაში, ინტერაქციულ, მრავალმხრივ მრგვალ მაგიდაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიება ნიუ-იორკში, მიგრაციის საერთაშორისო მიმოხილვის მეორე ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე გაეროს მიგრაციის გლობალური შეთანხმებით გათვალისწინებული 23 მიზნის შესრულების მიმდინარეობასა და გამოწვევებზე იმსჯელეს.

დისკუსიის პარალელურად, მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა საკუთარი ქვეყნებისთვის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს.

ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ცირკულარული მიგრაციის საკითხებზე. ასევე, საქართველოს მიერ ახლად ამოქმედებული შრომითი მიგრაციის კანონზე, რომელიც მიხედვითაც კანონიერად დასაქმების და შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად, უცხო ქვეყნის მოქალაქემ „შრომითი საქმიანობის უფლება“ უნდა მოიპოვოს.