დაკავება უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე  

09 დეკ 2025

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

გამოძიების მიხედვით ამოღებულია ჯამში 93 ათასი კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო ღირებულება 750 ათას ლარს აღემატება.

დანაშაული 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.