მონტენეგროში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი დასრულდა

08 მაი 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი მონტენეგროში, ქალაქ ბუდვაში დასრულებულია. რამდენიმე დღიანი ვიზიტის ფარგლებში შალვა პაპუაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა სხვადასხვა ქვეყნის სპიკერთან, მათ შორის შალვა პაპუაშვილი შეხვდა მასპინძელი ქვეყნის მონტენეგროს სპიკერს, შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობას, ასევე, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეასა და შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეას შორის თანამშრომლობას, რომლის თავმჯდომარე ქვეყანა, ამჟამად, საქართველოა.

ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების პირველი სამიტის ფარგლებში შალვა პაპუაშვილი გუშინ სიტყვით გამოვიდა. გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა გეოპოლიტიკურ დაძაბულობასა და მოშლილ საერთაშორისო სისტემაზე, რეგიონული ფორმატების უნიკალურ შესაძლებლობაზე. ვიზიტის ფარგლებში მიიღეს გადაწყვეტილება რომ საქართველო მიმართავს ასამბლეას დამკვირვებელი წევრის სტატუსის მიღების შუამდგომლობით.