„ზამთრის თასი" აჭარის ღია ჩემპიონატი ფრენბურთში

10 დეკ 2025

ბათუმში დაიწყო ტრადიციული სპორტული შეჯიბრება ფრენბურთში აჭარის ღია ჩემპიონატი, სახელწოდებით „ზამთრის თასი“.

შეჯიბრება 16 წლამდელთა შორის ტარდება. წელს  ასპარეზობაში  გოგონათა 14 და  ჭაბუკთა 7 გუნდი მონაწილეობს. 

შეჯიბრებაში მონაწილეობენ ასევე გუნდები ლატვიიდან, ბულგარეთიდან და თურქეთიდან.  შეჯიბრება ორშაბათს, 15 დეკემბერს დასრულდება.