შსს-მ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისათვის ძებნილი პირი დააკავა

09 მაი 2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისათვის ძებნილი პირი, გარდაბნის მუნიციპალიტეტში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, პოლიციამ ძებნილი პირი გარდაბნის მუნიციპალიტეტში დააკავა. ამ დროისთვის, იგი გადაყვანილია მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში.

„დაკავებულმა, მიმდინარე წლის 29 იანვარს, ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის საფუძველზე, თანასოფლელს, არარეგისტრირებული სანადირო თოფიდან გასროლით სხეულის დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული პირის ვინაობა მალევე დაადგინეს და მასზე ძებნა გამოცხადდა“, – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.