11-12 მარტის მოვლენებზე 9 დაკავებულის სასამართლო პროცესი დასრულდა 

01 ივნ 2017

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული 9 პირის სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა.

დღეს პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი დაიწყო. ადვოკატების თქმით, ექსპერტიზის დასკვნაში არ არის საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც მათი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობას დაამტკიცებს.