10 დეკ 2025
2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს პარლამენტი დღეს განიხილავს და კენჭს უყრის. ფინანსურ დოკუმენტს სესიაზე ფინანსთა მინისტრი წარადგენს. სხდომა რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს. პროექტის თანახმად, რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5%-ის ოდენობით.
საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია - 3%. ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 36,3 მილიარდ ლარამდეა.
2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი გაზრდილია 468,6 მილიონი ლარით და 30 მილიარდს აჭარბებს. ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა გაზრდილია 405,5 მილიონი ლარით.