09 მაი 2026
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
„გილოცავთ 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს! ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მივაგე.
ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერთან კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ვიმყოფებოდი“, – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.