09 მაი 2026
ფაშიზმზე გამარჯვების დღე ბათუმში მეორე მსოფლიო ომის მონაწილის, შორეული ნაოსნობის კაპიტნისა და საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ერთ-ერთი დამაარსებლის ანატოლი კაჭარავას საფლავთან აღნიშნეს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი, ასევე ქალაქის თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა ანატოლი კაჭარავას საფლავი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.