09 მაი 2026
დღეს ბათუმის სპორტის სასახლეში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი კონტაქტურ კარატეში. კონტინენტის პირველობაზე ჩემპიონობისთვის 22 ქვეყნის ხუთასამდე სპორტსმენი იბრძოლებს. შეჯიბრების პირველი დღე ახალგაზრდებს ეთმობათ, ხვალ კი ტატამიზე უფროსი ასაკის სპორტსმენები გავლენ. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 18 მებრძოლითაა წარმოდგენილი, მათ შორის 15 ვაჟი და 3 გოგონა, რომელთა შორის ევროპის ჩემპიონ პრიზიორები არიან. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ბოლო ორი წლის მანძილზე ევროპის გუნდური ჩემპიონის ტიტულს ატარებს.