09 მაი 2026
ახალი პატრიარქის არჩევის პროცესი და ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია - ამ თემებზე გაამახვილა ყურადღება ანალიტიკოსმა ნიკოლოზ მეტრეველმა პრესკონფერენციაზე. 11 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება გაიმართება, რომელზეც ახალ პატრიარქს აირჩევენ. ნიკოლოზ მეტრეველის განცხადებით, გარკვეული ძალები ცდილობენ საპატრიარქოს საქმეებში ჩარევას და ებრძვიან ეკლესიას, თუმცა მათი მცდელობა უშედეგო იქნება. მეტრეველის თქმით, საზოგადოებამ პატივი უნდა სცეს პატრიარქის არჩევანს, რომელმაც სიცოცხლეშივე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ მეუფე შიო დაასახელა.