09 მაი 2026
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წევრებმა, მე-2 მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. მემორიალთან ასევე სამამულო ომში დაღუპული, უგზოუკლოდ დაკარგული პირების ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. მე-2 მსოფლიო ომში ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან 6000 ადამიანი იყო გაწვეული, აქედან 1418 გარდაიცვალა, ან დაიკარგა, მათ შორის 245 ქალი. ვეტერანების ოჯახის წევრებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია ყოველ წლიურად 1000 ლარს გადასცემს.